კუჭის წყლული

ავტორი: eka777 27-02-2012, 12:15, ნახეს: 3650

Share
0
როდესაც კუჭის წყლული აქვს ადამიანს შეუძლია ამ რეცეპტებით იხელმძღვანელოს...

კუჭის წყლული

1. ავიღოთ 3 ცალი მცხვილი კარტოფილი, გავხეხოთ და გავწუროთ (50 ან 100გრ). მივიღოთ უზმოზე, ჭამამდე 2 საათით ადრე. თუ ავადმყოფობა ახალდაწყებულია, მალე განიკურნება (რამდენიმე მიღებაზე), თუ ავადმყოფობა დიდი ხნის არის, უნდა მივიღოთ 10-12 -ჯერ;

2. კარტოფილი გარეცხეთ, დაჭერით, მოხარშეთ და დალიეთუმარილო ნახარში - თითო ჭიქა დღეში სამჯერ. ყოველი დალევის წინ მოამზადეთ ახალი ნახარში;

3. ყოველ დილა-საღამოს გადავყლაპოთ ხორბლის მარცვლისოდენა თეთრი შაბი (აფთიაქში ნაყიდი) და დავაყოლოთ 1 ს/კ თაფლი. 7,5 კგ თაფლის მიღების შემდეგ წლული მორჩება;

4. მრავალძარღვა გავატაროთ საკეპ მანქანაში იმდენი, სანამ 3 ლიტრა წვენი არ გამოვა. წვენს დავასხათ 500გრ თაფლი, 500გრ სტერილიზებული წყალი(გადადურებული) და კარგად ავთქვიფოთ. ქილას თავზე მჭიდროს დავახუროთ და დავდგათ მზეზე ერთი ან ორი თვე. შემდეგ დავამატოთ სტერილიზებული 2 ბოთლი წყალი და ავადუღოთ, ვიდრე არ დარჩება ერთი მესამედი. მიღებული მასა გავწუროთ და დაგვრჩება 1,5ლ სითხე. მივიღოთ დღეში 3-ჯერ 50 გრ. ასე უნდა გავიმეოროთ 3ლ-მდე;

5. 20 გრ ევკალიპტს დავასხათ 1ლ მდუღარე წყალი და გაცივების შედეგ გავწუროთ. მივიღოთ დღეში 5-ჯერ ღვინის ჭიქით წამლის გათავებამდე. მივიღოთ კუჭის აშლილობის დროსაც;

კუჭის წყლული

კუჭის წყლულის დაავადებისას აიღეთ თანაბარი რაოდენობით თაფლი, შავი ღვინო და ნახევარი წილი ალოე. ჩაასხით 3 ლიტრიან ქილაში და წაქცეული დადეთ ბნელ ადგილას, რომ ჰაერი არ შევიდეს. 3 დღის შემდეგ მიიღეთ ჭამის წინ 3-ჯერ დღეში ღვინის ჭიქით;

კუჭის წყლულს და კოლიტს მრავალძარღვას ნაყენით მკურნალობენ:

1ს/კ წვრილად დაჭრილ მრავალძარღვას დაასხით მდუღარე წყალი (ჭურჭელი მომინანქრებული უნდა იყოს), სეფუთეთ და აცალეთ გაგრილება, შემდეგ კი გაწურეთ. დალიეთ 1ჩ/კ 3-ჯერ დღეში, 15-20 წუთით ადრე ჭამამდე.

კუჭის წყლული

წყლული სწორ ნაწლავზე

10ლ წყალში ჩავყაროთ ერთი მუჭა ბზა. ვადუღოთ, სანამ მასა არ გახდება 5ლ. მივიღოთ დღეში 3-ჯერ ჩ/ჭ. განავალი იქნება შავი ფერის, არ შეგეშინდეთ.

კატეგორია: ჯანმრთელობა

პატივცემულო მომხმარებელო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხმარებელი, გთხოვთ დარეგისტრირდეთ და შემოხვიდეთ საიტზე თქვენი სახელით.


კომენტარების დამატება

სახელი:*
ელ-ფოსტა:*
კომენტარები:
შეიყვანეთ კოდი: *