პუანსეტია-საშობაო ვარსკვლავი

ავტორი: mariami 11-03-2012, 15:20, ნახეს: 8197

Share
6
პუანსეტია-საშობაო ვარსკვლავი

პუანსეტია (ლათ. Euphorbia pulcherrima, Poinsettia pulcherrima) – მას ბევრი სახელი აქვს, ამ მცენარეს ბეთლეემის ან საშობაო ვარსკვლავს, რძიანას და ეურფობიასაც ეძახიან. მას ჯერ კიდევ აცტეკები იყენებდნენ, როგორც სამკურნალო მცენარეს.
პუანსეტია-საშობაო ვარსკვლავი

პუანსეტია ესპანელებმა მექსიკისთვის ბრძოლის დროს ნახეს და სწორედ შობის პერიოდისათვის გაშლილი ულამაზესი ვარსკვლავით იმდენად მოიხიბლნენ, რომ მღვდელმსახურებმა ამ ყვავილს Flora de Noche Bueno ანუ წმინდა ღამის ყვავილი უწოდეს.
პუანსეტია-საშობაო ვარსკვლავი

პუანსეტია კი სახელად მას მერე დაექრვა, რაც ამერიკის ელჩმა, ვინმე პუანსეტმა მე-19 საუკუნეში სამშობლოში ჩაიტანა და საკუთარი სახლის ბაღში დარგო. კიდევ ერთ სახელს ეუფორბიას კი ანტიკურის ხანის ექიმის ეუფორბის საპატივცემულოდ ატარებს, რომელმაც პირველმა შეისწავლა ამ მცენარის სამკურნალო თვისებები.
მხოლოდ მე-20 საუკუნის 60-იანი წლებისთვის მოახერხეს მეცნიერებმა პუანსეტიის მინიატურული ზომის ქოთნის ყვავილად დაპატარავება. ბუნებაში ამ მცენარის ნატურალური ვერსია სამ მეტრამდე აღწევს.

კატეგორია: მცენარეები

პატივცემულო მომხმარებელო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხმარებელი, გთხოვთ დარეგისტრირდეთ და შემოხვიდეთ საიტზე თქვენი სახელით.

<
  • პუბლიკაციები: 348
  • კომენტარები: 800
  • ICQ: --
11 მარტი 2012 17:34

shorena

ციტატა
  • ჯგუფი: რედაქტორი
  • რეგისტრაცია: 10.12.2011
 
ვარკეთილში იყიდება


<
  • პუბლიკაციები: 0
  • კომენტარები: 6
  • ICQ: mdedrobiti
1 მაი 2012 14:43

ninaa

ციტატა
  • ჯგუფი: წევრი
  • რეგისტრაცია: 1.05.2012
 
,, stella di natale"ase qvia es yvavili italiashi dzalian gantqmulia, mas sashobaod yvela ojaxshi dgaven. aseve chuqnian ertmanets.


<
  • პუბლიკაციები: 0
  • კომენტარები: 1
  • ICQ: --
20 იანვარი 2013 14:57

eteri888

ციტატა
  • ჯგუფი: წევრი
  • რეგისტრაცია: 20.01.2013
 
chemi sashobao varskvlavi ar gawitlda da xom ar icit ratom?


<
  • პუბლიკაციები: 0
  • კომენტარები: 6
  • ICQ: 0476
13 თებერვალი 2013 18:38

luna76

ციტატა
  • ჯგუფი: წევრი
  • რეგისტრაცია: 19.11.2012
 
საშობაო ვარსკვლავს როგორი მოვლა სჭირდება? ვიყიდე და არ ვიცი.


<
  • პუბლიკაციები: 0
  • კომენტარები: 2
  • ICQ: xomasuridze64
29 მარტი 2014 15:01

nona64

ციტატა
  • ჯგუფი: წევრი
  • რეგისტრაცია: 29.03.2014
 
sashobao varskvlavi momartves da ar vici rogor mouaro gtxovt maswavlet


<
  • პუბლიკაციები: 2399
  • კომენტარები: 748
  • ICQ: --
30 მარტი 2014 15:58

eka777

ციტატა
  • ჯგუფი: ადმინი
  • რეგისტრაცია: 10.11.2011
 
nona64
საშობაო ვარსკვლავი ანუ პუანსეტია თუ გსურთ, რომ თქვენი შობის ღამეს წითელი იყოს, სექტემბრიდან, დღის მეორე ნახევარში, უნდა დადგათ ბნელ ადგილას, ან რაიმე მუქი ფერის ნაჭერი გადააფაროთ და მცენარე "დააბნელოთ". ასე მოიქეცით დეკემბრის ბოლომდე და თქვენი პუანსეტია შობას ნამდვილად წითელი ფოთლებით შეხვდება.

შუა გაზაფხულიდან მორწყით უხვად, რომ მცენარემ ზრდა დაიწყოს. დაელოდეთ, სანამ ფოთლები მოიწყენს და მიხვდებით, რომ წყალი სჭირდება. მხოლოდ ამის შემდეგ მორწყეთ უხვად. თუ თქვენ გსურთ, რომ მცენარე ჯანსაღად იყოს, დაყვავილების შემდეგაც, ორ კვირაში ერთხელ, გაზავებული ბალანსირებული თხევადი სასუქით მორწყეთ.

პუანსეტიას ქოთანი წყალში არ ჩადგათ და არ დატოვოთ. ეს ცუდად აისახება მცენარეზე. როდესაც პუანსეტია წამოიზრდება, მიწა გამოუცვალეთ და იმავე ქოთანში გადარგეთ.
მცენარეს ყველა ეტაპზე უყვარს კაშკაშა, გაბნეული შუქი. არ მოახვედროთ მწველი მზე, რადგან ეს მცენარის ფოთლებს აზიანებს. ზამთარში მოარიდეთ ორპირ ქარს. მისთვის იდეალურია ოთახის ნორმალური ტემპერატურა – 18-24 გრადუსი.საკმაოდ ნელა იზრდება. ამ მცენარისთვის მთავარია განათება და ზომიერი მორწყვა.



კომენტარების დამატება

სახელი:*
ელ-ფოსტა:*
კომენტარები:
შეიყვანეთ კოდი: *