გოზინაყი » სრულყოფილება ხელმისაწვდომია


 
 
 


გოზინაყი

ავტორი: eka777 24-12-2011, 21:07, ნახეს: 849

Share
3
გოზინაყი

მასალა:
1 ჭიქა თაფლი
5 ჭიქა დათლილი ნიგოზი

მომზადება:

ნიგოზი მოვატაროთ ცეცხლზე, ისე, რომ ფერფლი გავაცალოთ და დავთალოთ აუცილებლად ხელით.
თაფლი დავდგათ თუჯის ქვაბით ნელ ცეცხზე და რომ აქაფდება, გადმოვდგათ 10 წუთით ცეცხლიდან, შემდეგ ისევ დავდგათ ცეცხლზე და ვხარშოთ, თან მუდმივად ვურიოთ ხის კოვზით.

3-4-ჯერ რომ წამოდუღდება თაფლი, შევამოწმოთ: რამოდენიმე წვეთი თაფლი ჩავასხათ წყლიან ფაიფურის ჭიქაში, თუ ჩასხმისას თაფლის წვეთი ჭიქის ძირში წყალში გაუხსნელი დარჩება, ესეიგი მზადაა, თუ არა, კიდევ გავაგრძელებთ ხარშვას მანამ, სანამ საჭირო კონსისტენციის მასას არ მივიღებთ.

შემდეგ ვუმატებთ 1/4 ჭიქა შაქარს, ერთს წამოვადუღებთ და ჩავუმატებთ დათლილ ნიგოზსაც, კარგად მოვურევთ და მაშინვე გაგმოვიღებთ დაფაზე, რომელსაც ზედ გადაკრული ექნება წყალში დასველებული პერგამენტის ქაღალდი. შემდეგ ნიგვზის მასას სველი „კატალკით“ გადავანაწილებთ მთელ დაფაზე.

კატეგორია: დესერტი

პატივცემულო მომხმარებელო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხმარებელი, გთხოვთ დარეგისტრირდეთ და შემოხვიდეთ საიტზე თქვენი სახელით.

<
  • პუბლიკაციები: 65
  • კომენტარები: 77
  • ICQ: --
24 დეკემბერი 2011 21:56

SicK As mY SecReTs

ციტატა
  • ჯგუფი: წევრი
  • რეგისტრაცია: 17.12.2011
 
ამაზე მაგარი ტკბილეული მგონი არც არსებობს love love


<
  • პუბლიკაციები: 2416
  • კომენტარები: 751
  • ICQ: --
25 დეკემბერი 2011 22:55

eka777

ციტატა
  • ჯგუფი: ადმინი
  • რეგისტრაცია: 10.11.2011
 
მართალია wink


<
  • პუბლიკაციები: 348
  • კომენტარები: 800
  • ICQ: --
31 დეკემბერი 2011 21:28

shorena

ციტატა
  • ჯგუფი: წევრი
  • რეგისტრაცია: 10.12.2011
 
memkvidreobit me gadmomeca gozinakis gaketeba. wink
sxvatashoris urigo ar gamomdis. request wink

q-no eka icit rogor momenatret????? love

tqvens surats vukureb komentarshi da shoridan geferebit. smile



კომენტარების დამატება

სახელი:*
ელ-ფოსტა:*
კომენტარები:
შეიყვანეთ კოდი: *