სისხლის დაბალი წნევა (ჰიპოტონია)

ავტორი: eka777 19-03-2012, 20:20, ნახეს: 1680

Share
0
დაბალწნევიანები ხშირად უჩივიანდაღლილობას, აპათიას, გაღიზიანებას, აწეულ მგრძნობელობას სიცხისა და სიცივისადმი. მათ უფრო დიდხანს სძინავთ, ვიდრე ნორმალურ წნევიანებს. ხშირად დაღლილები იღვიძებენ, უშავდებათ თვალები, უჰაერობაში გული მისდით. სისხლის წნევის დაქვეითებას იწვევს სისხლძარღვთა ნეოროჰორმონალური რეგულაციის ტონუსის დარღვევა. ხშირად მიზეზი ხდება, აგრეთვე, ცხოვრების არასწორი წესი და კვება. დაბალწნევიანებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილონ მათ რაციონში ვიტამინების შემცველობაზე.

სისხლის დაბალი წნევა (ჰიპოტონია)

ცნობილია, რომ ჰიპტონიის განვითარებას იწვევს ორგანიზმში E ვიტამინის ნაკლებობა. მისი უკმარისობა უარყოფით გავლენას ახდენს პოტენციაზეც და სქესობრივი ლტოლვის უქონლობა სწორედ ჰიპტონიის ნიშნად ითვლება. C და B ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობასაც ადამიანი მიჰყავს დაბალ წნევამდე.

სისხლის დაბალი წნევა (ჰიპოტონია)

ჰიპტონიის ანუ დაბალი წნევის დროს ავადმყოფმა უნდა მიიღოს:

• დილით უზმოზე 1 ჩ/ჭ ბროწეული წვენი ან კონიაკი არყის ჭიქით, თუ იტანს და გული არ აწუხებს.

• ძალზედ სასარგებლოა მსუბუქი ფიზიკური დატვირთვა, ვარჯიში, გამაკაჟებელი პროცედურები,
მაგ: ყოველდღიური კონტრასტული შხაპი; კარგია გასეირნება სუფთა ჰაერზე, რეგულარული დასვენება და სრულფასოვანი ძილი. დაბალწნევიანთათვის სრულიად დაუშვებელია მუდმივი გამოუძინლობა, არარეგულარული კვება, დიდხანს ყოფნა კომპიუტერთან უჰაერო ოთახში, დასვენება დივანზე წამოწოლით და ტელევიზორის ყურებით;

• დაბალი წნევის დროს სასარგებლოა პორტვეინის მიღება - 100მლ ერთხელ დღეში;

სისხლის დაბალი წნევა (ჰიპოტონია)

სისხლნაკლებობის დროს:

• ძალზედ კარგია ნიორი. 300გრ გაფცქვნილ ნიორს დაასხით სპირტი ისე, რომ მხოლოდ დაიფაროს, გააჩერეთ 3 კვირა. დალიეთ 200-წვეთი ნაყენი რძესთან ერთად ან წყალთან სამჯერ დღეში;

• კიდევ ერთი რეცეპტი: 200 გრ ღორის მუცლის ქონი + 200 გრ ძროხის სუფთა კარაქი + 200 გრ თაფლი. გაადნეთ ეს ყველაფერი ერთად და თან გულდასმით ურიეთ. თითო ჩ/კ დალიეთ 3-4 -ჯერ დღეში ცხელ რძესთან ერთად ან მაგარ და ცხელ ჩაისთან ერთად.

კატეგორია: ჯანმრთელობა

პატივცემულო მომხმარებელო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხმარებელი, გთხოვთ დარეგისტრირდეთ და შემოხვიდეთ საიტზე თქვენი სახელით.


კომენტარების დამატება

სახელი:*
ელ-ფოსტა:*
კომენტარები:
შეიყვანეთ კოდი: *