მარხვა

ავტორი: mariami 29-12-2011, 22:05, ნახეს: 588

Share
2
მარხვა

წელიწადში დაწესებულია ოთხი ხანგრძლივი მარხვა, რომელიც წინ უძღვის ოთხ დიდ დღესასწაულს.

ა) დიდი წმიდა მარხვა – ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის წინ;
ბ) საშობაო მარხვა – ქრისტეს შობის წინ;
გ) მარიამობის მარხვა – ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების წინ;
დ) პეტრე-პავლობის მარხვა – მოციქულთა თავთა – წმ. პეტრეს და წმ. პავლეს დღესასწაულის წინ.

დიდი წმიდა მარხვა ამათგან ყველაზე ხანგრძლივი და საპასუხისმგებლოა. იგი აღდგომის წინ 49 დღით ადრე იწყება და აღდგომის დღესასწაულამდე გრძელდება.

გარდა ფიზიკური მარხვისა, არსებობს სულიერი მარხვა, რომელიც უფრო მნიშვნელოვანია. მარხვა გულისხმობს, რომ ადამიანი საკუთარ თავს უნდა აკონტროლებდეს, – რა ნაკლოვანებებიც გააჩნია, ნაკლებად აჩენდეს, ვნებებს ებრძოდეს. მარხვის დანიშნულება არის ისიც, რომ ადამიანი მოემზადოს, რათა არასამარხო პერიოდშიც გადაჰყვეს ეს განწყობა.

წმინდა მამები ხედავდნენ, რომ ადამიანს შეიძლება ეს გასჭირვებოდა მთელი წლის განმავლობაში და ამიტომ, ამ ამოცანის გასაადვილებლად, გარკვეული პერიოდი გამოჰყვეს მარხვისთვის, რომელიც ადამიანს თუნდაც დროით შემოსაზღვრულობის გამო ნაკლებად გაუჭირდებოდა. ანუ მარხვა, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს ამ პერიოდის უფრო სულიერად გატარებას.

უცოდველი, უშეცდომო არავინ არის და ეს მარხვაშიც იჩენს თავს, მაგრამ როცა არის ამ კუთხით ბრძოლის განწყობა, ეს ადამიანის მარხულობაზე მიუთითებს. ამიტომ ასე უნდა მოვიქცეთ მარხვის დროს: უფრო ნაკლები გართობით, ფუქსავატური დროის გატარებით საკუთარ ნაკლოვანებებთან ბრძოლით და, რა თქმა უნდა, ეკლესიური წესების დაცვით. მე მახსენდება ერთ-ერთი ცნობილი ქალბატონის სიტყვები: „განა არ მიხარია შობა-აღდგომა, დიდი ეკლესიური დღესასწაულები, მაგრამ, რომ არ ვმარხულობ, სრულფასოვნად ვერ განვიცდი ამ სიხარულსო“.

საერთოდ უნდა ითქვას, რომ ადამიანმა მარხვა უნდა ისწავლოს. უცებ ადამიანი იდეალურად ვერ იმარხულებს, ყოველ მარხვაში რაღაცით უნდა წარემატო და როცა სწორად მიდიხარ ამ კუთხით, სიხარულის შეგრძნება გეუფლება მარხვისას. დღეს შეიძლება ბევრისთვის გაუგებარი იყოს, მაგრამ წარსულში ერთმანეთს მარხვის დაწყებას ულოცავდნენ ხოლმე.

კლდისუბნის წმინდა გიორგის ტაძრის მღვდელმსახური,
დეკანოზი დავით ციცქიშვილი

კატეგორია: რელიგია

პატივცემულო მომხმარებელო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხმარებელი, გთხოვთ დარეგისტრირდეთ და შემოხვიდეთ საიტზე თქვენი სახელით.

<
  • პუბლიკაციები: 2399
  • კომენტარები: 748
  • ICQ: --
29 დეკემბერი 2011 22:53

eka777

ციტატა
  • ჯგუფი: ადმინი
  • რეგისტრაცია: 10.11.2011
 
ღმერთმა მოგვცეს ძალა ამ დიდი წმინდა მარხვების დაცვისა...


<
  • პუბლიკაციები: 349
  • კომენტარები: 801
  • ICQ: --
30 დეკემბერი 2011 01:00

shorena

ციტატა
  • ჯგუფი: რედაქტორი
  • რეგისტრაცია: 10.12.2011
 
amin.
love



კომენტარების დამატება

სახელი:*
ელ-ფოსტა:*
კომენტარები:
შეიყვანეთ კოდი: *