სუპ-ხარჩო

ავტორი: eka777 30-12-2011, 14:21, ნახეს: 6168

Share
1
დღეს შემოგთავაზებთ სუპ-ხარჩოს მომზადების რეცეპტს.
სუპ-ხარჩო


მასალა:

სუპ-ხარჩო

• 500 გრ ძროხის რბილი ხორცი
• 200 გრ ბრინჯი
• 100 გრ ნიგოზი
• 150 გრ ტყემლის საწებელი
• 150 გრ ხახვი
• 3-4 კბილი ნიორი
• 2 ჩ/კ ხმელი სუნელი
• წითელი წიწაკა(1-2 ჩ/კ)
• მარილი
• მწვანილი გემოვნებით

მომზადება

ხორცი დავჭრათ პატარა ნაჭრებად.
დავასხათ 3ლ წყალი, ვხარშოთ 1.5 სთ(ქაფი მოვხადოთ).

სუპ-ხარჩო

ხახვი დავჭრათ წვრილად.
ნიგოზი დავნაყოთ ან ბლენდერში წვრილად დავკუწოთ.

სუპ-ხარჩო

ხახვი შევბრაწოთ ზეთში.
მზა ბულიონში ჩავყაროთ ბრინჯი და ვხარშოთ 10 წთ.

სუპ-ხარჩო

დავამატოთ ხახვი და შემდეგ ნიგოზი.

სუპ-ხარჩო

შემდეგ ტყემლის საწებელი.
დავამატოთ ხმელი სუნელი, წიწაკა, მარილი გემოვნებით და ვხარშოთ 5-7 წთ.

სუპ-ხარჩო

სულ ბოლოს დავამატოთ ნივრის საკეპში გატარებული ნიორი და გადმოვდგათ ცეცხლიდან და 10-20 წთ ქვაბი დავხუფოთ.
სუფრაზე მიტანის წინ მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში.

სუპ-ხარჩო

კატეგორია: კერძები

პატივცემულო მომხმარებელო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხმარებელი, გთხოვთ დარეგისტრირდეთ და შემოხვიდეთ საიტზე თქვენი სახელით.

<
  • პუბლიკაციები: 0
  • კომენტარები: 0
  • ICQ: --
14 ივნისი 2014 19:41

rafael

ციტატა
  • ჯგუფი: სტუმარი
  • რეგისტრაცია: --
 
zaan momwons reseptebi/



კომენტარების დამატება

სახელი:*
ელ-ფოსტა:*
კომენტარები:
შეიყვანეთ კოდი: *