დალიეთ რაც შეიძლება ბევრი ბოსტნეულის წვენი

ავტორი: eka777 19-05-2012, 19:27, ნახეს: 1608

Share
0
დალიეთ რაც შეიძლება ბევრი ბოსტნეულის წვენი

ბოსტნეულის წვენების სმა ბევრ დაავადებას კურნავს, ამიტომ სვით ბევრი ცოცხალი წვენი...

გაზაფხულზე წვენების მიღება ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელია. ხილის წვენი წმენდს ორგანიზმს, გამოაქვს წიდები და შხამები, ავსებს აუცილებელი ნივთიერებებით, კერძოდ, ამინომჟავებით, ვიტამინებითა და მიკროელემენტებით, რომლებიც გაზაფხულის დადგომასთან ერთად აუცილებელია ჩვენი ჯანმრთელობისთვის.
ოღონდ, ხილისა და ბოსტნეულის მხოლოდ ახალგამოწურული წვენია სასარგებლო. წვენი აუცილებლად უზმოზე დალიეთ, რადგან ამ დროს ის უფრო სწრაფად და აქტიურად მოქმედებს.

დალიეთ რაც შეიძლება ბევრი ბოსტნეულის წვენი

სტაფილოს წვენი აუმჯობესებს მხედველობას, კბილების სტრუქტურას, შეიცავს დიდი რაოდენობით A, B, C, D, E ვიტამინებს, კარგია, მისი დალევა სისხლნაკლებობის დროს.
შეიცავს ბეტა-კაროტინს, ბ ჯგუფის ვიტამინებს, კალიუმს, კალციუმს და სხვა მინერალურ ნივთიერებებს. აძლიერებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს მხედველობას, თუმცა მისი დიდი რაოდენობით გამოყენება არ არის მიზანშეწონილი: ბეტა-კაროტინის სიჭარბე ვნებს ღვიძლს, აყვითლებს კანს. სიყვითლის თავიდან ასაცილებლად დღეში ნახევარ ჭიქაზე (100 მლ) მეტის მიღება რეკომენდებული არ არის. შეგიძლიათ, სტაფილოს წვენს ვაშლისა შეურიოთ. არ დაგავიწყდეთ: ბეტა-კაროტინის უკეთ ასათვისებლად სტაფილოს წვენს დააყოლეთ 1 ჩაის კოვზი არაჟანი ან კარაქიანი პური.

პურის, მარცვლეულისა და ფქვილეულ პროდუქტთა გამუდმებით მიღებისას ორგანიზმში თანდათან იზრდება არაორგანული კალციუმის რაოდენობა და წარმოიქმნება ქვიშა და ქვები. ამ წარმონაქმნთა მოსაშორებლად საუკეთესო საშუალებაა ნახევარ ჭიქა ცხელ წყალში გაზავებული 1 ლიმონის წვენის დღეში რამდენჯერმე, ასევე ნახევარი ჭიქა სტაფილოს, კიტრისა და ჭარხლის წვენების ნარევის დღეში 3-4-ჯერ მიღება. ეს ხელს უწყობს რამდენიმე დღეში ან კვირაში ორგანიზმიდან ქვიშისა და ქვის გამოდევნას.

ვაშლის წვენი მდიდარია რკინით, რომელიც აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას და ააქტიურებს ორგანიზმის სასიცოცხლო ძალებს.

ჭარხლის წვენი ყველაზე სასარგებლოა სისხლის წითელი ბურთულების წარმოსაქმნელად და აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას, წმენდს ღვიძლს, თირკმელებს, ნაღვლის ბუშტს. ჭარხლის წვენი უნდა მიიღოთ დღის განმავლობაში მხოლოდ ნახევარი ჭიქა.

კიტრის წვენი კარგი შარდმდენი საშუალებაა. ის შეიცავს კალიუმის დიდ რაოდენობას, რის გამოც სასარგებლოა ჰიპერტონიის დროს. ასევე, აჩერებს თმის ცვენას და აუმჯობესებს მეხსიერებას.

პომიდვრის წვენი. იგი შეიცავსC, B ჯგუფის ვიტამინებს, A პროვიტამინს. სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების დროს. ხელს უწყობს საჭმლის მონელებას. არ გირჩევთ, პომიდვრის წვენს დაუმატოთ მარილი – მის სასარგებლო თვისებებს ამცირებს.

კარტოფილის წვენი შველის კუჭის დაავადებებს. თუ ჭამის შემდეგ კუჭის არეში სიმძიმესა და ტკივილს გრძნობთ, დალიეთ უმი კარტოფილის წვენი და პრობლემა მოგეხსნებათ.

დალიეთ რაც შეიძლება ბევრი ბოსტნეულის წვენი

კატეგორია: ჯანმრთელობა

პატივცემულო მომხმარებელო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხმარებელი, გთხოვთ დარეგისტრირდეთ და შემოხვიდეთ საიტზე თქვენი სახელით.


კომენტარების დამატება

სახელი:*
ელ-ფოსტა:*
კომენტარები:
შეიყვანეთ კოდი: *