როგორ მოვიკლოთ წონაში მშობიარობის შემდეგ?

ავტორი: shorena 2-03-2013, 22:23, ნახეს: 1108

Share
0
როგორ მოვიკლოთ წონაში მშობიარობის შემდეგ?


ორსულობის პერიოდში ქალის ორგანიზმში მიმდინარეობს ჰორმონალური ცვლილებები, ერთ–ერთ მთავარ დავალებას წარმოადგენს ბავშვის საკვებით უზრუნველყოფა როგორც მუცლად ყოფნისას ასევე მისი დაბადების შემდეგ. გარდა ამისა, ორსულობის დროს ორგანიზმი მზად არის უფრო კარგად და სწარაფად შეიწოვოს საკვები ნივთიერებები.

ზოგადად, ორსულობისას გაზრდილია ენერგეტიკული მოთხოვნილებაც. ამ პერიოდში სავარაუდოდ ორსული იღებს 85 ათას კკალ–ს, აქედან 41 ათასი კკალ მოდის ცხიმოვან პროდუქტებზე. მეტაბოლურ პროცესებზე მოდის 36 ათასი კკალ. ხოლო უმოძრაობისას ამას ემატება 8 თასი კკალ. ყოველდღიურ მოთხოვნა 280 დღის განმავლობაში იზრდება 300 კკალორით.. ამიტომ აუცილებელია ორსულმა გაითვალისწონოს საკვები პროდუქტების მიღებისას მისი კალორიები და მიმართოს შესაბამის დიეტას.

სხვადასხვა ტრისემესტრში ორსულთათვის დამახასიათებელია სხვადასხვა ენერგეტიკული მოთხოვნილება. ამის პარალელურად მცირდება ფიზიკური აქტივობაც. ამასთან ორსულთათვის დამახასიათებელია შეშუპებაც. ისინი წონაში იმატებენ დაახლოებით 10–12 კილოგრამს. აუცილებელია რაციონალური კვება, აუცილებელი არ არის დამატებით ნახშირწ@@@ბის, ცილების და ცხიმების მიღება. ცხიმები მიზანშეწონილია მიიღოს ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები. იმ პროდუქტებისგან როგორიცაა კაკალი, სოიო,ზღვის პროდუქტები, კვერცხი და სხვა.

ორსული ქალი უნდა იკვებოს რაციონალურად, კვების რაციონში უნდა სჭარბობდეს ბოსტნეული მათ შორის, ოხრახუში, ისპანახი, კამა... ასევე ღვიძლი, კაკალი,მთელი მარცვალი.

ორსულობის დროს ყველაზე მნიშვნელოვანია ნაყოფის ძვლოვანი ქსოვილის ჩამოყალიბება. ამ დროს უნდა მოხდეს ორგანიზმის მიერ კალციუმის კარგად შეწოვა. ამიტომაც ორსულობის პერიოდში რეკომენდირებული კალციუმით მდიდარი პროდუქტების მიღება, დღე–ღამის განმავლობაში 700–1200 მგ. ბუნებრივი კალციუმი არის რძის პროდუქტებში. 3 ჭიქა რძე ან 200 გრამი ხაჭო დღეში, სრულიად საკამირისია ორგანიზმა მიიღოს საჭირო რაოდენობის კალციუმი.

ამის პარალელურად აუცილებელა გავაკონტროლოთ თუთიის, იოდის და რკინის საჭირო რაოდენობით მიღება. დიდი რაოდენობით კვების პროდუქტების მიღება იწვევს ჭარბ წონას – სიმსუქნეს, რაც უარყოფითად მოქმედებს ორსულის ჯანმრთელობისთვის. ამიტომაც აუცილებელია ყოველთვიურად მოხდეს წონის კონტროლი.

მშობიარობის შემდეგ სასურველია ყურადღება მიაქციოთ ზედმეტ კილოგრამებს. ცნობილია რომ ჰორმონი პროლაქტინი რომელიც სტიმულირებას აძლევს ლაქტაციას ის ასევე ხელს უწყობს ცხიმების დაგროვებას, ამიტომაც სასურველია გავაკონტროლოთ საკვების მიღება ლაქტაციის პერიოდში და განსაკუთრებით მისი დასრულების შემედეგ. ლაქტაციის შემდეგ, წონის დაკარგვის საუკეთესო მაჩვენებელია კვირაში 1–1,5 კილოგრამი. ეს შედეგი შესაძლოა მიღწეულ იქნას კალორიების დათვლის შედეგად. აუცილებელია ყოველდღიური კვების რაციონი შევამციროთ 500–600 კკალორიით, და ფიზიკური აქტივობით.

ამ რეკომენადაციების გათვალისწინებით მიაღწევთ შედეგს და უკან მოიტოვებთ ზედმეტ კილოგრამებს.
ტეგი: დიეტა

კატეგორია: ჯანმრთელობა

პატივცემულო მომხმარებელო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხმარებელი, გთხოვთ დარეგისტრირდეთ და შემოხვიდეთ საიტზე თქვენი სახელით.


კომენტარების დამატება

სახელი:*
ელ-ფოსტა:*
კომენტარები:
შეიყვანეთ კოდი: *