როგორ მოვამზადოთ სოკოს შილაფლავი? (სამარხვო)

ავტორი: eka777 26-06-2013, 20:03, ნახეს: 866

Share
0
როგორ მოვამზადოთ სოკოს შილაფლავი? (სამარხვო)

როგორ მოვამზადოთ სოკოს შილაფლავი? (სამარხვო)

მასალა:

ქამა სოკო 1 კგ.
მრგვალი ბრინჯი 200 გრ.
ხახვი 200 გრ.
ნიორი 20 გრ.
ძირა 1,5 ჩ.კ.
ზაფრანა 1 ჩ.კ.
თეთრი მშრალი ღვინო 50 მლლ.
ზეთი 100 მლ.გრ.
შავი პილპილი და მარილი გემოვნებით.

მომზადება:

სოკო უნდა გავრეცხოთ და წვრილად დავჭრათ. ხახვი წვრილად დავკეპოთ. ბრინჯი სასურველია გავრეცხოთ.

ქვაბში ჩავასხათ ზეთი, ოდნავ გავაცხელოთ და ჩავყაროთ ხახვი. ხახვი უნდა გახდეს გამჭვირვალე ფერის. შემდეგ დავუმატოთ ზაფრანა, გახეხილი ნიორი და წვრილად დაკუწული სოკო და ვშუშოთ კიდევ 5 წუთის განმავლობაში. შემდეგ დავამატოთ გადაწურული ბრინჯი და ვშუშოთ 2 წუთს.

ბრინჯს და სხვა იგრედიენტებს დავასხათ 400-500 მილილიტრი გადადუღებული წყალი და ვადუღოთ ბრინჯის მომზადებამდე.

სოკოს შილაფლავი არ უნდა იყოს ძალიან თხელი, არც ზედმეტად სქელი. შილაფლავის სისქე შეგიძლიათ არეგულიროთ გადადუღებული წყლით.
ბოლოს დაამატეთ ძირა, შავი დაფქვილი პილპილი და მარილი გემოვნებით.

როგორ მოვამზადოთ სოკოს შილაფლავი? (სამარხვო)

როგორ მოვამზადოთ სოკოს შილაფლავი? (სამარხვო)

როგორ მოვამზადოთ სოკოს შილაფლავი? (სამარხვო)

როგორ მოვამზადოთ სოკოს შილაფლავი? (სამარხვო)

კატეგორია: სამარხვო კერძები

პატივცემულო მომხმარებელო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხმარებელი, გთხოვთ დარეგისტრირდეთ და შემოხვიდეთ საიტზე თქვენი სახელით.


კომენტარების დამატება

სახელი:*
ელ-ფოსტა:*
კომენტარები:
შეიყვანეთ კოდი: *