კომპოტები, მურაბები

ავტორი: eka777 9-02-2012, 22:33, ნახეს: 4261

Share
1
გაზაფხულისა და ზაფხულის სურნელი და გემო ზამთარშიც რომ იგრძნონ, დიასახლისები ხარშავენ კომპოტებს, მურაბებს და საზამთროდ ინახავენ. შენახვის წესების მკაცრი დაცვა კი მართლაც მნიშვნელოვანია. აუცილებელია სტერილიზაციის წესების ცოდნაც, რათა საფრთხე არ შევუქმნათ ოჯახის წევრების ჯანმრთელობას. განსაკუთრებით სასარგებლოა ალუბალი, ატამი, გარგარი, ვაშლი, მსხალი, კომში, შინდი, კენკრა.

ალუბალი

კომპოტები, მურაბები

ალუბალი შეიცავს 7,3-17,5% შაქარს, 0,8-2,4% მჟავას, 0,15-0,88% მთრიმლავ ნივთიერებას. მდიდარია ვიტამინებით. განსაკუთრებით სასარგებლოა სისხლნაკლულობისა და გაციების დროს. ჩვილი ბავშვებისთვის კარგია მისი ახალგამოწურული წვენი.

კომპოტი: კარგად გარჩეული, გარეცხილი ალუბალი იხარშება შაქრის სიროფში. სიროფის მოსადუღებლად ერთ ლიტრ წყალს ემატება 200 გ შაქარი. სიროფი ცივი უნდა იყოს. შემდეგ ხილით სავსე ქილას წყლიან ქვაბში დგამენ და 40 წუთის განმავლობაში ადუღებენ გასასტერილებლად. ამის შემდეგ ახურავენ თუნუქის თავსახურს და სპეციალური მოსახუფი ხელსაწყოთი მჭიდროდ ხუფავენ.

მურაბა: ალუბალი გადავარჩიოთ, გავრეცხოთ. სამურაბე ტაშტში ჩავასხათ წყალი, წამოდუღებისთანავე ჩავყაროთ შაქარი, ადუღებისთანავე ჩავყაროთ შიგ ალუბალი, ვხარშოთ და თან ქაფი მოვხადოთ. როცა მზად იქნება, გადმოვდგათ ცეცხლიდან. შევაგრილოთ, ჩავასხათ წინასწარ გარეცხილ და გასტერილებულ ქილებში და მჭიდროდ დავახუროთ თავსახურები.

საჭიროა: ალუბალი - 1 კილოგრამი, შაქარი - 1 კილოგრამი, წყალი - 1 ჩაის ჭიქა.
ალუბლის მურაბა მეორენაირად: ალუბალი გავარჩიოთ, გავრეცხოთ ბლომად წყალში, სამურაბე თასში ფენებად ჩავაწყოთ და ფენა-ფენა მოვაყაროთ შაქარი. გავაჩეროთ რამდენიმე საათი, დავდგათ ცეცხლზე და მოვხარშოთ. ასეთი მურაბა უწყლოდ იხარშება. როცა მზად იქნება (სიროფი გასქელდება), გადმოვდგათ ცეცხლიდან, ჩავასხათ ქილებში, დავახუროთ თავსახურები და შევინახოთ გრილ ადგილას.

ატამი

კომპოტები, მურაბები

ატმის ნაყოფი შეიცავს 7-12% შაქარს, 0,08-1,02% მჟავებს, 0,5-1,2% პექტინოვან ნივთიერებას, ვიტამინებს და სხვა სასარგებლო ნივთიერებებს.

კომპოტი: ატამი მოთუთქეთ (ორი-სამი წუთით ჩაყარეთ ცხელ წყალში და ამოიღეთ), გაფცქვენით, გაჭერით შუაზე, ამოაცალეთ კურკა. ქვაბში ჩაყარეთ შაქრის ფხვნილი, დაასხით ორი ჩაის ჭიქა ცხელი წყალი და გაადნეთ, ჩაამატეთ ატამი და ადუღეთ.

საჭიროა: ატამი - 1 კილოგრამი, შაქარი - 1,5 კილოგრამი.

მურაბა: ატამი გავფცქვნათ და დავჭრათ მოზრდილ ნაჭრებად. დავასხათ ცივი წყალი და რამდენიმე საათით გავაჩეროთ. შემდეგ მოვადუღოთ სიროფი, გავაცივოთ და ჩავყაროთ მასში ცივი წყლიდან ამოღებული ატმის ნაჭრები. დავდგათ ცეცხლზე და ნახევარი საათი ვადუღოთ. გადმოვდგათ და გავაჩეროთ მეორე დღემდე. მეორე დღეს ისევ შევდგათ ცეცხლზე და ვხარშოთ, ვიდრე მზად არ იქნება. ხარშვის დროს მოვხადოთ ქაფი.

საჭიროა: ატამი (დაჭრილი) - 1 კილოგრამი, შაქრის ფხვნილი - 1 კილოგრამი, წყალი - 1 ჩაის ჭიქა.
მთელ-მთელი ატმის მურაბა: ოდნავ შემწიფებული სახრავი ატამი გავფცქვნათ და ხის ჩხირით რამდენიმე ადგილას ჩავჩხვლიტოთ. მოვათავსოთ შესაფერის ჭურჭელში, მოვაყაროთ შაქრის ფხვნილი, სამი-ოთხი საათით სიგრილეში გავაჩეროთ, შემდეგ შევდგათ ცეცხლზე და ვხარშოთ, ვიდრე მზად არ იქნება. ეს მურაბა უწყლოდ იხარშება, ატამი თვითონ გამოყოფს საკმაო რაოდენობის წვენს.

მსხალი

კომპოტები, მურაბები

მსხალი ბევრად უფრო მარგებელია, ვიდრე გვგონია. ის გაჯერებულია ორგანული მჟავებით, ფერმენტებით, უჯრედისით, C,B1, P, PP ვიტამინებით, A პროვიტამინით, მიკროელემენტებით (მათ შორის იოდით), ნახშირწ@@@ბით. ამასთანავე, მართალია, ვაშლზე ტკბილი გვეჩვენება, მაგრამ შაქარი მასში გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ვაშლში. ანტიბიოტიკი არბუტინი მსხლის წვენს ანტიბაქტერიულ თვისებას სძენს. მსხალში შემავალი მჟავები განსაკუთრებით სასარგებლოა ორსულთათვის და მათთვის, ვისაც სისხლის მიმოქცევის, სისხლძარღვების პრობლემები აქვს.

კომპოტი: ოთხასი გრამი შაქრის ფხვნილი ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ ოთხი ჭიქა წყალი, ავადუღოთ. ჩავყაროთ მასში გაფცქვნილი და დაჭრილი მსხალი, როცა მოიხარშება, გემოვნებისამებრ დავუმატოთ ვანილი და ღვინო, წამოვადუღოთ და გავაცივოთ (ასევე მზადდება ვაშლისა და ქლიავის კომპოტიც).

მურაბა: მაგარი მსხალი გავთალოთ, დავჭრათ, დავასხათ იმდენი წყალი, რომ ფარავდეს და დარბილებამდე ვხარშოთ. სამურაბე ტაშტში ჩავყაროთ შაქარი, დავასხათ მსხლის ნახარში წვენი და ავადუღოთ. ცხელ სიროფში ჩავყაროთ მომზადებული მსხალი და ნელ ცეცხლზე ვხარშოთ, ვიდრე მზად არ იქნება.

საჭიროა: მსხალი - 1 კილოგრამი, შაქარი - 1 კილოგრამი, მსხლის ნახარში წვენი - 1,5 ჩაის ჭიქა.

კომში

კომპოტები, მურაბები

ძალიან სასარგებლოა კომში. ის სავსეა ვიტამინებით, ნახშირწ@@@ბით და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით. კომშის ნახარში, კომპოტი და მურაბის წვენი კარგია ხველების დროს.

მურაბა: კომში გავრეცხოთ, გავთალოთ და დავჭრათ, ავადუღოთ წყალი, ჩავყაროთ მასში დაჭრილი კომში და ვხარშოთ, ვიდრე არ შერბილდება. შემდეგ ქაფქირით ამოვალაგოთ და ლანგარზე მოვათავსოთ.
კომშის ნახარში წვენი გადავწუროთ, ჩავასხათ შესაფერ ჭურჭელში, დავუმატოთ შაქარი (1,5 ჩაის ჭიქა 1 კილოგრამზე) და მოვხარშოთ სიროფი, შემდეგ ჩავაწყოთ შიგ კომშის ნაჭრები და დაბალ ცეცხლზე ვხარშოთ, ვიდრე მზად არ იქნება.

საჭიროა: კომში - 1 კილოგრამი, შაქარი - 1 კილოგრამი, კომშის ნახარში - 1,5 ჩაის ჭიქა

კატეგორია: მურაბა და მწნილი

პატივცემულო მომხმარებელო, თქვენ შემოხვედით როგორც დაურეგისტრირებელი მომხმარებელი, გთხოვთ დარეგისტრირდეთ და შემოხვიდეთ საიტზე თქვენი სახელით.

<
  • პუბლიკაციები: 348
  • კომენტარები: 800
  • ICQ: --
10 თებერვალი 2012 13:09

shorena

ციტატა
  • ჯგუფი: რედაქტორი
  • რეგისტრაცია: 10.12.2011
 
საზამთროს მურაბა მიყვარს ბავშვობიდან, ვგიჟდები...

wink




კომენტარების დამატება

სახელი:*
ელ-ფოსტა:*
კომენტარები:
შეიყვანეთ კოდი: *